Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი


საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა 114 ხმით 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციაც. კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო უმცირესობის და ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებასა და ადგილობრივი საზოგადოებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მოტყუებაში. კონსტიტუციის ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციამაც. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციას უწოდა ისტორიული დოკუმენტი. მისი განცხადებით, მახინჯი კონსტიტუცია შეიცვალა დახვეწილი კონსტიტუციით, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორისს ბალანსს და ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG