Accessibility links

რუსეთი და სირიაში აშშ-ის მოკავშირეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ადამიანების დაღუპვაში


რუსეთი და სირიაში აშშ-ის დახმარებით მებრძოლი ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ ადამიანების დაღუპვაში, რითაც მწვავდება დაძაბულობა ტერიტორიულად ერთმანეთის მახლობლად მებრძოლ ამ ორ ძალას შორის. როგორც 25 სექტემბერს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა, შეერთებული შტატებია დამნაშავე იმაში, რომ გასული კვირის მიწურულს სირიაში რუსი გენერალი დაიღუპა. მას არ უთქვამს, რა ფაქტებს ეფუძნება ასეთი ბრალდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰეზერ ნაუერტმა ბრალდება უარყო. ამასობაში, აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუსხნენ ამ ძალების მებრძოლებს გაზის საბადოებზე ქალაქ დეილ ალ-ზორის მახლობლად და შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. რუსეთმა ბრალდება უარყო, ხოლო სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს ცნობას, რომლის თანახმადაც „სირიის დემოკრატიული ძალების“ წევრებს სწორედ რუსეთის სამხედროებმა ესროლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG