Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს შეხვდება


დღეს ბერლინში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასპექტებს. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობების საკმაოდ კარგ და კონსტრუქციულ ხასიათზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება ბუნდესთაგის არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ. ელჩის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, რომლებშიც გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG