Accessibility links

უკრაინის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დივერსიის მუხლით აღძრა


უკრაინის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დივერსიის მუხლით აღძრა ვინიცის ოლქის ქალაქ კალინოვკაში, საბრძოლო მასალების საწყობში 26 სექტემბერს, ღამით გაჩენილი ხანძრის გამო. ინტერნეტგამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ჭურვების აფეთქების შედეგად, კალინოვკაში ხანძარი გაუჩნდა ოთხ საცხოვრებელ სახლს. პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსენალის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია 30 ათასამდე ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღეს დილით მნიშვნელოვნად შემცირდა საბრძოლო მასალების აფეთქების ინტენსივობა და მიმდინარეობს ხანძრის კერების ჩაქრობა. არსენალის ტერიტორიაზე მუშაობენ გამნაღმველებიც. გენერალურმა შტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ საწყობში ქიმიური იარაღიც ინახება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ კალინოვკაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 3 ათასამდე პოლიციელი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG