Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან


დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას შემდეგ, რაც სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად, სახელმწიფო საბჭოს მიერ გაგზავნილ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა გვარდიამ. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერლა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მემორიალთან და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG