Accessibility links

ავღანეთში ჩავიდნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი


ავღანეთში ჩავიდნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მეტისი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ქაბულში მათი ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. ავღანეთის შსს-ს განცხადებით, მეტისის და სტოლტენბერგის ჩასვლიდან რამდენიმე საათში ქაბულის აეროპორტის მახლობლად აფეთქდა 6 რაკეტა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი შეხვდებიან ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, ამერიკული კონტინგენტის ჯარისკაცებს და სარდლობას და ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე სამხედროებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG