Accessibility links

ბაქოში დაიწყო ჟურნალისტ აზიზ ორუჯოს სასამართლო პროცესი


27 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ დაიწყო ჟურნალისტ აზიზ ორუჯოს საქმის განხილვა, რომელსაც პროკურატურა ბრალად დებს არაკანონიერ სამეწარმეო საქმიანობასა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობას. საინტერნეტო ტელეარხ „მე-13 არხის“ მენეჯერი გაზაფხულზე 30 დღით დააპატიმრეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეს სასჯელი მოიხადა, იგი სამართალდამცველებმა 1 ივნისს ახალი ბრალდებით დააკავეს. აზიზ ორუჯოლუ, იგივე აზიზ ქარაშოლუ, წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. დასავლეთის სახელმწიფოები და უფლებათადამცველი ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დისიდენტებისა და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნისათვის. ილხამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს, მისი მამის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ, კრიტიკას არად აგდებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG