Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. შეხვედრა გაიმართა სამ დღეში მას შემდეგ, რაც გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მერკელის პოლიტიკურმა ძალამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, რის შედეგადაც მერკელი, სავარაუდოდ, კიდევ ოთხი წელი დარჩება კანცლერის პოსტზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება, ისევე როგორც გლობალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. 2017 წელი გამოცხადებულია საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად, რითაც აღინიშნება საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩასვლის მე-200 წლისთავი, ისევე როგორც საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG