Accessibility links

საუდის არაბეთში ქალებსაც ექნებათ მანქანის მართვის უფლება


საუდის არაბეთის მეფის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალებსაც ექნებათ მანქანის მართვის უფლება. მეფის ბრძანებულებით, რომელზე ცნობაც 26 სექტემბერს გაავრცელა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სპა-მ, შეიქმნება მინისტრთა საგანგებო საბჭო, რომელიც კონსულტირებას გაუწევს მეფის სასახლეს და ახალ წესს აამოქმედებს მომავალი წლის ივნისიდან. საუდის არაბეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქალებს ეკრძალებათ მანქანის მართვა. აქტივისტები 1990-ანი წლებიდან მოითხოვენ აკრძალვის გაუქმებას, რაც მიჩნეულია სამეფოში ქალთა უფლებებისათვის უფრო ფართომასშტაბიანი ბრძოლის ნაწილად. აშშ-მა, რომელიც სამეფოს ერთ-ერთი ახლო მოკავშირეა, გადაწყვეტილებას უწოდა „დიდი ნაბიჯი სწორი მიმართულებით“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG