Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვურ ენაზე საქართველო აღარ იქნება „გრუზია“: მას ქართული სახელწოდებით შეცვლიან


ლიტვა აპირებს საქართველოს სახელწოდების შეცვლას: რუსულიდან გადაღებული „გრუზიის“ (Gruzija) ნაცვლად მას ლიტვურადაც „საქართველო“ (Sakartvelo) უნდა ეწოდოს. ინტერნეტპორტალ „ბალტნიუსის“ ცნობით, ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორას პრანკიეტისმა განაცხადა, რომ სახელწოდებას შეცვლიან 2018 წელს და ეს იქნება ვილნიუსიდან „დიდი საჩუქარი“ ქართველი ხალხისათვის. ლიტვაში, ისევე როგორც მრავალ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოს უწოდებენ „გრუზიას“ მიუხედავად თბილისის მიერ 2011 წელს დაწყებული კამპანიისა, რომლითაც „მეგობარ ქვეყნებს“ სთხოვს სახელწოდებად „საქართველოს“ გამოყენებას. ცნობების თანახმად, პრანკიეტისმა ეს საკითხი ლიტვის პარლამენტში წამოჭრა თბილისში ვიზიტის შემდეგ. იქ მას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სხვა თანამოსაუბრეებმა უთხრეს, რომ უკვირთ, რატომ უწოდებენ ლიტველები საქართველოს დღემდე „გრუზიას“.

XS
SM
MD
LG