Accessibility links

აშშ და ნატო არ დაუშვებენ, რომ ავღანეთი კვლავ გახდეს "საერთაშორისო ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარი“


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქაბულში მოულოდნელი ვიზიტისას პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ავღანეთის მხარდაჭერას. მათ 27 სექტემბერს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რაცა ავღანეთი აღარ გახდეს "საერთაშორისო ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარი“. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატო აცნობიერებს, რამდენად დიდია ავღანეთში დარჩენის საფასური, მაგრამ ის კიდევ უფრო დიდი იქნებოდა ავღანეთიდან წასვლის შემთხვევაში. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო, სულ ცოტა, 2020 წლამდე გააგრძელებს ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსებას. ხოლო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოელი მოკავშირეები ბოლოს მოუღებენ ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტების, ალ-ყაიდის, ჰაყანის, თალიბანის იმედს, რომ შეუძლიათ, გამარჯვებას მიაღწიონ ადამიანების დახოცვით. ამასობაში, სულ ცოტა, ხუთი სამოქალაქო პირი დაიჭრა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების ორმა ჯგუფმა: თალიბანმა და „ისლამურმა სახელმწიფომ“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG