Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მოახდინა თავისი ქიმიური იარაღის სრული ლიკვიდაცია


რუსეთი აცხადებს, რომ მოახდინა მთელი ქიმიური იარაღის ლიკვიდაცია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 სექტემბერს გასცა განკარგულება, ვადამდე იქნეს განადგურებული უკანასკნელი ქიმიური საბრძოლო მასალა უდმურტიის სოფელ კიზნერში. მანვე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ძალისხმევა მისაბაძი მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისათვის. პუტინმა ქიმიური იარაღის სრულ ლიკვიდაციას უწოდა „ისტორიული მოვლენა“ იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი იყო ქიმიური იარაღის უზარმაზარი არსენალი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები „სამწუხაროდ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, როცა საქმე ეხება ქიმიური იარაღის გასანადგურებლად დადგენილ ვადებს“. ვაშინგტონი ჯერ არ გამოხმაურებია ამ ბრალდებას. ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, აჰმეტ უზუმჩუმ შეაქო რუსეთში ქიმიური იარაღის სრული ლიკვიდაცია, რომელსაც „ისტორიული საეტაპო მოვლენა" უწოდა.

XS
SM
MD
LG