Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს ყირიმსა და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას შორის კედლის აღმართვას


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აპირებს კედლის აღმართვას უკანონოდ მიერთებულ ყირიმსა და უკრაინის დანაარჩენ ტერიტორიას შორის. ინტერნეტგამოცემა „რიპაბლიკის“ ცნობით, ასეთ გეგმაზეა საუბარი დოკუმენტებში, რომლებიც გამოქვეყნდა ვებსაიტზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფასებით, კედლის აშენება 200 მილიონამდე რუბლი დაჯდება. კონსტრუქცია სიმაღლეში ორი მეტრი იქნება, სიგრძეში კი 50-მდე კილომეტრი. სამუშაოები 2017 წლის მიწურულამდე უნდა დასრულდეს. 2014 წელს უკრაინისაგან ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც კიევი მიიჩნევს ღია აგრესიად კრემლის მხრიდან. იმავე წელს კიევი შეუდგა რუსეთთან საზღვარზე დამცავი კედლის აშენებას. ის სიგრძეში 2000 კილომეტრზე მეტი უნდა იყოს. პროექტი სახელწოდებით „კედელი“ 250 მლნ დოლარად არის შეფასებული. მიზანია, შეწყდეს რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის ჩატანა დონბასში - ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG