Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნის შესახებ


აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტო „ნასა“ რუსეთის „როსკოსმოსს“ შეუთანხმდა მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნის შესახებ. ეს შეთანხმება, ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თანამშრომლობის იშვიათ მაგალითად ითვლება. პირველი მოდულების ექსპლუატაციაში შესვლა მოსალოდნელია 2024-დან 2026 წლამდე. როგორც „ნასა“ და „როსკოსმოსი“ 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, ორი სააგენტო შეთანხმდა, ერთად იმუშაონ პროექტზე, რომელიც გახდება „კარიბჭე ღრმა კოსმოსისა და მთვარის ზედაპირისაკენ“. გრძელვადიან და მრავალეტაპიან პროექტს, რომლითაც გამიზნულია მზის სისტემის უკეთ გამოკვლევა, „ნასა“ უწოდებს „ღრმა კოსმოსის კარიბჭეს“. „როსკოსმოსის“ განმარტებით, ორი ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები ითანამშრომლებენ ისეთი სისტემების შესაქმნელად, რომლებიც საჭიროა სადგურებისათვის როგორც მთვარის ორბიტაზე, ისე მთვარის ზედაპირზე. აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, კოსმოსის კვლევა მიეკუთვნება მცირერიცხოვან სფეროებს, რომლებშიც ორი ქვეყანა თანამშრომლობს.

XS
SM
MD
LG