Accessibility links

ერაყის პრემიერი მოითხოვს ქურთების რეგიონის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის გაუქმებას


ქირქუქი, 2017 წლის 26 სექტემბერი: ქურთებისა და ერაყის დროშები

ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი მოითხოვს ქურთების ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ ორშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის გაუქმებას. ალ-აბადიმ 27 სექტემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა გაუქმდეს და დაიწყოს „დიალოგი კონსტიტუციურ ჩარჩოებში“. ჩვენ არასოდეს გვექნება მოლაპარაკება რეფერენდუმის შედეგებზეო, განაცხადა მან. მოგვიანებით ქურთების ავტონომიური რეგიონის საარჩევნო უწყების ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს 25 სექტემბერის რეფერენდუმის შედეგები. ამ ინფორმაციით, რეგიონის დამოუკიდებლობას მიემხრო კენჭისყრაში მონაწილეთა 92,7%. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ჯარი გააგზავნის ქირქუქის რეგიონში და კონტროლი დაამყაროს მის ნავთობის საბადოებზე. ამ მრავალეთნიკურ რეგიონს ქურთი „ფეშმერგა“ მებრძოლები აკონტროლებენ 2014 წლიდან - მას შემდეგ, რაც ერაყის არმიამ პოზიციები დათმო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ქურთმა მეომრებმა არ მისცეს ექსტრემისტებს ნავთობის საბადოების დაპყრობის საშუალება. რეგიონი, რომლის დამოუკიდებლობის შესახებაც ქურთებმა რეფერენდუმი ჩაატარეს, ქირქუქსაც მოიცავს. ქირქუქში ცხოვრობენ ეთნიკური თურქმენები და არაბებიც, მაგრამ ისტორიულად ამ რეგიონზე პრეტენზიას აცხადებენ ქურთები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG