Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა საჯარო მოსმენაზე მიიწვია კომპანიების, Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები


აშშ-ის კონგრესმა, რომელიც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს, საჯარო მოსმენაზე მიიწვია კომპანიების, Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები. კანონმდებლებს აინტერესებთ, რა იციან ამ კომპანიებმა სავარაუდოდ, მოსკოვის მიერ დაფინანსებულ სარეკლამო კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელებით, ამერიკელი მომხმარებლების სახელით ვრცელდებოდა ყალბი მონაცემების შემცველი რეკლამა. რამდენიმე დღის წინ Facebook-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას, კრემლთან კავშირის მქონე მომხმარებლებმა გამოგონილი სახელებით, სოციალურ ქსელში განთავსეს პოლიტიკური ხასიათის 3 ათასამდე რეკლამა. Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საჯარო მოსმენა ოქტომბერში გაიმართება, სენატში კი 1 ნოემბერს.

XS
SM
MD
LG