Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორი: გამოძიებამ ვერ დაადგინა დივერსიული ჯგუფი


უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის, ანატოლი მატიოსის ინფორმაციით, გამოძიებამ ვერ დაადგინა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც შეეძლო ხანძარი გაეჩინა ვინიცის ოლქის ქალაქ კალინოვკაში მდებარე, საბრძოლო მასალების საწყობში. ოდესაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ანატოლი მატიოსმა განაცხადა, რომ არ დასტურდება გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ხანძრის გასაჩენად გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ინფორმაციით, ამჟამად გამოძიება განიხილავს რამდენიმე ვერსიას, მათ შორის საბრძოლო მასალების შენახვის წესების დარღვევას და პასუხისმგებელი პირების მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას. თავდაპირველად სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დივერსიის მუხლით დაიწყო. ქალაქ კალინოვკის არსენალში ხანძარი 26 სექტემბერს, ღამით გაჩნდა. საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად დაიწვა 4 საცხოვრებელი სახლი და დაშავდა 2 ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა ახლომდებარე რაიონებიდან გაიყვანეს 30 ათასამდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG