Accessibility links

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაითხოვა პარლამენტის ქვედა პალატა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ დღეს, 28 სექტემბერს დაითხოვა პარლამენტის ქვედა პალატა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა 2018 წლის დეკემბერში. იაპონიის მთავრობის მეთაურმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს, რათა ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოიპოვოს ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გასატარებლად. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სინძო აბეს სურს ისარგებლოს ბოლო ხანს გაზრდილი პოპულარობით და უზრუნველყოს ხელახალი ვადით არჩევა. ივლისში, სინძო აბეს რეიტინგი გაიზარდა 30%-დან დაახლოებით 50%-მდე. გაზაფხულზე, იაპონიის მმართველმა, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ თავის წესდებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, პარტიის თავმჯდომარეს შეუძლია ეს თანამდებობა ორის ნაცვლად ზედიზედ სამჯერ დაიკავოს. თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატები ამომრჩეველთა მხარდაჭერას შეინარჩუნებენ, პარტიის თავმჯდომარეს, სინძო აბეს შეუძლია მესამედ გახდეს იაპონიის პრემიერ-მინისტრი. იაპონიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 22 ოქტომბერს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG