Accessibility links

აშშ-ში გარდაიცვალა ჟურნალ „პლეიბოის“ დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი. 91 წლის ჰეფნერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ახლობლების და მეგობრების გარემოცვაში ,ლოს ანჯელესში, 27 სექტემბერს. ამის თაობაზე ტვიტერით იტყობინება ჟურნალი. ჰეფნერის სურვილი იყო, დაესაფლავებინათ მერლინ მონროს გვერდით, რადგან მსახიობი ქალის შიშველმა ფოტოებმა გაუთქვა სახელი „პლეიბოის“ პირველ გამოცემას 1953 წელს. პირველი „პლეიბოი“ 50 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა. 70-იან წლებში „პლეიბოი“კაცების ყველაზე პოპულარული ჟურნალი გახდა მთელ მსოფლიოში. ჟურნალში სხვადსახვა დროს დაბეჭდილა ინტერვიუები ფიდელ კასტროსთან, ფრენკ სინატრასთან, მარლონ ბრანდოსთან, ასევე მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯიმი კარტერთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG