Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა 12 პოლიციელი მოკლა


ავღანეთის სამხრეთის პროვინცია ყანდაარში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ყველგანმავალი ავტომანქანით გამშვებ-საკონტროლო პუნქტზე შეიჭრა და 12 პოლიციელი იმსხვერპლა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაშავებულთა რიცხვი ოთხია. თავდასხმა მოხდა მარუფის რაინში, პაკისტანის საზღვართან. პასუხისგმებლობა მომხდარისთვის თალიბანმა იკისრა. აშშ-ის მიერ ავღანეთის არმიისთვის გადაცემული ათასობის "ჰამვის" ტიპის ავტომანქანების ნაწილი თალიბანმა მიიტაცა. ინციდენტი იმ დღეს მოხდა, როცა ქაბულის აეროპორტს ცეცხლი დაუშინეს ისლამისტებმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ავღანეთის დედაქალაქში ჩასვლის დროს.

XS
SM
MD
LG