Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ ძლიერ აფეთქებებს უკრაინის ლიდერები „საბოტაჟად“ მიიჩნევენ


უკრაინის ლიდერები საბოტაჟად მიიჩნევენ ცენტრალურ უკრაინაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ ძლიერი აფეთქებებს. 30 ათასამდე ადამიანი იქნა ევაკუირებული და ფრენისათვის საჰაერო სივრცე დაიხურა აფეთქების და შემდგომი ხანძრით გამოწვეული კვამლის გამო. 26 სექტემბრის აფეთქებამ კალინივკას მახლობლად, ვინიცის რეგიონში, გამოიწვია დიდი ხანძარი, რომელსაც, უკრაინის თავდაცვის უწყების თანახმად, ამ ეტაპზე აკონტროლებენ. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ ჩვენი სტრატეგიული ობიექტები საბოტიორთა ჯგუფებისგან, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საგანგებო შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ჰროისმანმა, რომელიც ვინიცაში ჩავიდა აფეთქებიდან რამდენიმე საათში, განაცხადა, რომ ინციდენტს უკან „გარე ფაქტორები“ არიან.

XS
SM
MD
LG