Accessibility links

რუსეთში გასცეს დოპინგზე ინფორმაციის გამავრცელებელი პირის დაპატიმრების ორდერი


მოსკოვში სასამართლომ 28 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გასცა რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის, გრიგორი როდჩენკოვის დაპატიმრების ორდერი. როდჩენკოვი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა 2006-2015 წლებში და 2016 წლის დასაწყისიდან თავს აფარებს შეერთებულ შტატებს. მან დასავლეთის მედიას და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიაწოდა ინფორმაცია რუსეთში დოპინგის სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ. მოსკოვის ბასმანნის საოლქო სასამართლოს წარმომადგენელმა, იუნონა ცარევამ 28 სექტემბერს თქვა, რომ როდჩენკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. რუსეთში შარშან ივლისში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ 2016 წლის იავლისში გამოაქვეყნა მოხსენება რუსეთის სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენების და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობის შესახებ. ანტისადოპინგო სააგენტოს ამ მოხსენებას მოჰყვა მძლეოსნობაში რუსეთის ნაკრებისათვის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა. ხოლო რუსეთის პარალიმპიურ ნაკრებს მთლიანად აუკრძალეს რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიადაში მონაწილეობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG