Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი ანკარაში იმყოფება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ანკარაში, სადაც შეხვედრას გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ვარაუდობენ, რომ საუბარი მოიცავს სირიის და ერაყის საკითხებს. პუტინის ერთდღიანი ვიზიტის ფონია პუტინსა და ერდოანს შორის სამი დღის წინ გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც შეეხენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საკითხს ერაყის ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში. ერდოანის ოფისმა 27 სექტემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ლიდერები ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებზე, ისევე, როგორც "რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, განსაკუთრებით სირიასთან და ერაყთან მიმართებით". სირიის ომში მოსკოვი და ანკარა ემხრობიან ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს. მაშინ, როცა რუსეთი და ირანი ეხმარებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, თურქეთი, ისევე როგორც აშშ, მხარს უჭერს ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს. მაგრამ რუსეთი, თურქეთი და ირანი ამ თვეში შეთანხმდნენ, რომ შექმნიან „დეესკალაციის ზონას“ იდლიბში - ჩრდილოეთ სირიის რეგიონში, რომელსაც ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. ივლისიდან მოყოლებული, სირიის სხვადასხვა რეგიონში შექმნილია დეესკალაციის კიდევ სამი ზონა.

XS
SM
MD
LG