Accessibility links

უკრაინაში მოკლეს ქალაქ ჩერკასის ქალაქის საბჭოს წევრი


"კორუფცია კლავს" - 2017 წლის 20 სექტემბერს უკრაინის ქალაქ ოდესაში გამართული საპროტესტო აქცია

უკრაინის ქალაქ ჩერკასიში ქალაქის საბჭოს წევრი, მიხაილ ბინუსოვი მოკლეს სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გადაიცა მასთან ინტერვიუ კომუნალურ სამსახურში კორუფციის შესახებ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბინუსოვი, რომელიც სათავეში ედგა "უკრაინის პატრიოტთა კავშირის" ჩერკასის განყოფილებას, 28 სექტემბრის საღამოს, თავდასხმის ადგილზევე გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. პოლიციის ცნობით, ბინუსოვს თავს დაესხნენ „დაუდგენელი პირები“ და ჯერ არავინ დაუკავებით. ბინუსოვი 22 სექტემბერს დაინიშნა ქალაქის საბჭოს იმ დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, რომელიც მართავს და აკონტროლებს ქალაქის კომუნალურ სამსახურს. როგორც ჩერკასის მერი ანატოლი ბონდარენკო აღნიშნავს, ამ ეტაპზე ბინუსოვის მთავარი ამოცანა იყო კომუნალურ სამსახურში კორუფციისათვის ბოლოს მოღება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG