Accessibility links

თბილისის საკრებულოში მწავავე დაპირისპირება მოჰყვა მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გასხვისების განხილვას


თბილისის საკრებულოში მწავავე დაპირისპირების მიზეზად იქცა სოლოლაკის ქედსა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლა. დედაქალაქის მთავრობას ლანდშაფტური ზონის სტატუსის შესაცვლელად მიმართა კომპანიამ, რომელიც „პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს. საკრებულოში მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია მოითხოვს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოსაწყობად 1 ლარად გადაეცეს პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრი ფართობი და არ დაუშვებენ, რომ გეოლოგიური და სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ზონები ერთ დღეში შეიცვალოს. თბილისის საკრებულოს სხდომამდე საკითხის განხილვა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზეც. კომისიების ინფორმაციით, პუშკინის სკვერთან მდებარე 1 900 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე, სადაც ამჟამად ღია ავტოსადგომია, კომპანია 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და რამდენიმედონიან მიწისქვეშა სადგომს მოაწყობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG