Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში დააკავა უკრანისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ყირიმში დააკავეს რუსი ჯარისკაცი და მისი „ნაცნობი ქალი“ უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანით. ყირიმი უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს. მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ჯარისკაცი დმიტრი დოლგოპოლოვი უკრაინის მოქალაქე იყო და მსახურობდა უკრაინის სამხედრო ძალებში, ვიდრე რუსეთი 2014 წელს მოახდენდა ყირიმის ანექსიას. კიევის ინფორმაციით, ანექსიის შემდეგ დოლგოპოლოვმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის არმიას შეუერთდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 29 სექტემბერის განცხადებით, დოლგოპოლოვი და მასთან ერთად დაკავებული ანა სუხონოსოვა ეჭვმიტანილი არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ ინფორმაციის უკრაინის დაზვერვის უწყებისათვის მიწოდებაში. ამავე წყაროს თანახმად, ორივე ეჭვმიტანილი ერთად დააკავეს 29 სექტემბერს ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში. სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

http://www.fsb.ru/fsb/press/message/single.htm%21id%3D10438193%40fsbMessage.html

XS
SM
MD
LG