Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერმა დროებით დახურა რუსეთთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ანგარიში


კომპანია ტვიტერმა დროებით დახურა რუსეთთან დაკავშირებული 200-ზე მეტი ანგარიში, რომელთაც მიაკვლია აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო გავლენის დასადგენად ჩატარებული შემოწმებისას. ტვიტერის წარმომადგენლებმა 28 სექტემბერს აშშ-ის სენატის დაზვერვის საკითხების კომიტეტში ისაუბრეს შემოწმების შედეგებზე. კომპანია საგანგებო ბლოგში აღნიშნავს, რომ აღმოაჩინა და დახურა 22 ანგარიში, რომელიც უკავშირდებოდა სოციალურ ქსელ ფეისბუკის 450-მდე ყალბ ანგარიშს. თავის მხრივ, ფეისბუკს დადგენილი აქვს, რომ ეს 450-მდე ანგარიში დაკავშირებული იყო აშშ-ის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო ზემოქმედებასთან. ტვიტერის ბლოგში განმარტავენ, რომ ანგარიშების უმრავლესობა დახურეს „სპამის“ წინააღმდეგ ტვიტერის წესების დარღვევისათვის, ანუ ერთი და იმავე მესიჯების, ან ლინკების მრავალი ასლის გავრცელებისათვის. ტვიტერი იუწყება აგრეთვე, რომ აღმოაჩინა დამატებით 179 ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია ფეისბუკის ყალბ რუსულ ანგარიშებთან. ასევე ტვიტერის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება ერტე-მ (RT) 274 ათასი დოლარით დააფინანსა ტვიტერზე თავისი 1800-ზე მეტი მესიჯის - ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი შეტყობინებების - განთავსება აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს.

XS
SM
MD
LG