Accessibility links

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ დივერსანტებმა დეტონატორი გამოიყენეს საბრძოლო მასალების საწყობის ასაფეთქებლად


უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, გამომძიებლები მუშაობენ ვერსიაზე, რომ დეტონატორი იქნა გამოყენებული ქალაქ კალინოვკასთან საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქების მოსაწყობად. აფეთქება, რომელსაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, 26 სექტემბრის ღამით მოხდა. კალინოვკა მდებარეობს კიევის დასავლეთით, 270-მდე კილომეტრში. ასევე ლუცენკოს განცხადებით, გამომძიებლები ფიქრობენ, რომ სავარაუდო დივერსანტებს აფეთქების მოსაწყობად არ გამოუყენებიათ უპილოტო საფრენი აპარატი, დრონი. ამ თემაზე ლუცენკომ 29 სექტემბრის საღამოს ტელეარხ „ინტერთან“ ისაუბრა. გენერალური პროკურორის განმარტებით, წელს, უფრო ადრე, უკრაინაში იპოვეს დრონი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა 23 მარტს ხარკოვის მახლობლად, ბალაკლიის საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების მოსაწყობად. ლუცენკო როგორც ამბობს, სახეზეა „დივერსიის ყველა ნაშანი“. მისი ინფორმაციით, ბალაკლიასთან აღმოჩენილი დრონი რუსეთის ტერიტორიიდან გადაფრინდა უკრაინაში, რის გამოც ფიქრობენ, რომ რუსეთი აწყობს დივერსიულ აქტებს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასანადგურებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG