Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის კონფერენციის მონაწილეები რუსეთის თემით აგრძელებენ მუშაობას


რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, მიხაილ პოპოვის განცხადებით, ბალტიის ზღვის რეგიონს "არავითარ საფრთხეს" არ უქმნის სამხედრო სწავლება "დასავლეთი 2017". ამის შესახებ პოპოვმა განაცხადა 30 სექტემბერს რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე. "ერთმანეთის დადანაშაულების ნაცვლად, საჭიროა მიუკერძოებლად შეფასდეს იმ მილიტარიზების წარმომავლობა, რომლის წინაშეც რეგიონი აღმოჩნდა",- განაცხადა მიხაილ პოპოვმა. რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, რიგის კონფერენციის მეორე დღე დაიწყო სესიით, რომლის ყურადღების ცენტრშია რუსეთში მიმდინარე პროცესები კრემლის მიერ გამოცხადებული ახალი ეკონომიკური სტრატეგიისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“ ჩატარდა 14-20 სექტემბერს. რიგის კონფერენცია 12 წლის წინ დაარსდა და მასზე განიხილება ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპისა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს წინაშე მდგარი პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და უსაფრთხოების გამოწვევები. რიგის მე-12 კონფერენციის პარტნიორია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და კორპორაცია, მათ შორის ქართული ღვინის კომპანია "ძმები ასკანალები", რომლის პროდუქციაც წარმოდგენილია კონფერენციის ფარგლებში გამართულ წვეულებებზე.

XS
SM
MD
LG