Accessibility links

ნავალნი აპირებს რუსეთის ქალაქებში წინასაარჩევნო შეხვედრების გაგრძელებას


2017 წლის 30 სექტემბერი: ალექსეი ნავალნი ორენბურგში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის ქალაქებში წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებას. 30 სექტემბერს მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ორენბურგში გამართულ სანქცირებულ მიტინგში. წინა დღეს ნავალნი პოლიციამ დააკავა მოსკოვში, რის გამოც ოპოზიციონერმა ვერ შეძლო ნიჟნი ნოვგოროდში ჩასვლა ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად. ნავალნი 29 სექტემბრის საღამოს გაათავისუფლეს და 2 ოქტომბერს დაიბარეს სასამართლოში, სადაც გაიმართება მოსმენა მიტინგების ორგანიზებიც წესის განმეორებით დარღვევის საქმეზე. მოსკოვის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც მას ჟურნალისტებიც ელოდებოდნენ, ნავალნიმ განაცხადა, რომ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას რუსეთის რეგიონებში. 1 ოქტომბერს ის მიტინგს გამართავს ქალაქ არხანგელსკში. ნავალნი აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. რუსეთის სხვადასხვა კუთხეში მოქმედებს მისი 60-ზე მეტი საარჩევნო შტაბი მიუხედავად რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებისა, რომ ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არა აქვს კანდიდატად რეგისტრაციის უფლება ნასამართლეობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG