Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს, რომ ბელორუსიაში ჯარები დატოვა სწავლება „დასავლეთ 2017“-ის შემდეგ 


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“-ის შემდეგ ბელორუსიაში დატოვა თავისი სამხედრო მოსამსახურეები. სამინისტროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი ამტკიცებს, რომ ყველა სამხედრო შენაერთი დაუბრუნდა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს. 29 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ჯარების დიდი ნაწილი დატოვა ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთმა და ბელორუსიამ 14-20 სექტემბერს ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ მანევრების დროს რუსეთის ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიჭრა ლიტვის საჰაერო სივრცეში. ხოლო ნატოში გამოთქვეს ვარაუდი, რომ სწავლება „დასავლეთი 2017“ მიანიშნებს რუსეთის მზადებაზე „დიდი ომისათვის“. მოსკოვი და მინსკი ამტკიცებდნენ, რომ მანევრებში მონაწილეობდა ორი ქვეყნის წარმომადგენელი 12700 ჯარისკაცი მაშინ, როცა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ჩეხ გენერალ პეტრ პაველის ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში ჩართული იყო 100 ათასამდე სამხედრო პირი.

XS
SM
MD
LG