Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი კერძო თვითმფრინავებით სარგებლობასთან დაკავშირებული კრიტიკის გამო 


აშშ-ში გადადგა ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მინისტრი, ტომ პრაისი, რომელსაც აკრიტიკებდნენ მივლინებებისათვის ძვირადღირებული კერdო თვითმფრინავებით სარგებლობის გამო. პრაისმა ბოდიში მოიხადა იმისათვის, რომ მაისიდან მოყოლებული 26-ჯერ ისარგებლა კერძო თვითმფრინავებით, რაშიც დახარჯა გადასახადების გადამხდელთა 400 ათასამდე დოლარი. აშშ-ის მთავრობის წევრებს, რომლებიც არ მუშაობენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოეთხოვებათ მივლინების დროს კომერციული რეისებით სარგებლობა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მგზავრობები მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. ტომ პრაისი თებერვალში დაინიშნა აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრად და მის სახელსაც უკავშირდება ვაშნიგტონის ადმინისტრაციის წარუმატებლობა ჯანდაცვის სეფროში პრეზიდენტ ობამას დროს შემოღებული რეფორმის გაუქმების მცდელობისას. თეთრი სახლის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გადამდგარი მინისტრის მოადგილე, დონ რაითი.

XS
SM
MD
LG