Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი გამოდის ჩრდილოეთ კორეის გარშემო „სიმშვიდისაკენ“ მოწოდებით


2017 წლის 30 სექტემბერი: რექს ტილერსონი და სი ძინ პინი პეკინში
2017 წლის 30 სექტემბერი: რექს ტილერსონი და სი ძინ პინი პეკინში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, ჩინეთში ვიზიტისას გამოვიდა ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან დაკავშირებით „სიმშვიდისაკენ“ მოწოდებით, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა ჩრდილოეთმა კორეამ შეწყვიტოს რაკეტების გამოცდა. როგორც ტილერსონმა პეკინში უთხრა ჟურნალისტებს, აშშ-თვის მიუღებელია ჩრდილოეთი კორეა, როგორც ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ ვაშინგტონი არ აპირებს კიმ ჩონ ინის რეჟიმის დამხობას. ტილერსონი 30 სექტემბერს შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსა და სხვა ოფიციალურ პირებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისაგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზე და ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილ ვიზიტზე სასაუბროდ. აშშ ჩინეთისაგან მოითხოვს უფრო მკაცრი ზომების მიღებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ, ამ ქვეყანაში ბირთვული იარაღისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე საპასუხოდ. 28 სექტემბერს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ იანვრამდე მის ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს ჩრდილოთ კორეის ყველა კომპანია. გამონაკლისად სახელდება კომპანიები, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის მიერ.

XS
SM
MD
LG