Accessibility links

კატალონია განაგრძობს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისათვის მზადებას


კატალონიის რეგიონის მთავრობა განაგრძობს დამოუკიდებლობის შესახებ 1 ოქტომბრის რეფერენდუმისათვის მზადებას ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია და რომ რეფერენდუმები გახდა „ინსტრუმენტი“ დიქტატორების ხელში. მადრიდმა მიმართა ზომებს, რათა კატალონიაში ვერ გამოიყენონ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლებმა მოახდინეს საარჩევნო ბიულეტენების დიდი ნაწილის კონფისკაცია. კატალანიაში 5,3 მილიონ ადამიანს აქვს საარჩევნო ხმა, მაგრამ ბევრი, ვინც მხარს არ უჭერს დამოუკიდებლობას, ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას რეფერენდუმში. კატალონიაში გაგზავნილ 4000-ზე მეტ სამართალდამცველს ევალება საარჩევნო უბნების დახურვა. მადრიდში დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ ესპანეთის ერთიანობის მომხრეები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG