Accessibility links

სააკაშვილი ოდესის მოსახლეობას შეხვდა და კორუფციაში დაადანაშაულა ქალაქის მერი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი 30 სექტემბერს ოდესაში შეხვდა მოსახლეობას. მან ქალაქის მერი, გენადი ტრუხანოვი, კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. სააკაშვილი, მისივე თქმით, აპირებს ხელისუფლების შეცვლას კიევში, რათა მერე შეცვალოს ოდესაშიც და შეუდგეს ქალაქის განვითარებას. სააკაშვილის გამოსვლის დაწყებამდე, იმ ადგილას, სადაც მოსახლეობასთან მისი შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოხდა შეტაკება სააკაშვილის მომხრეებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ხმამაღლა ჩართეს მუსიკა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, დაპირისპირებული მხარეები პოლიციამ გააშველა. გასულ კვირაში ლვოვის ოლქის სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და მას ჯარიმა დააკისრა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 10 სექტემბერს ასობით მხარდამჭერის დახმარებით გადავიდა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას ივლისის ბოლო ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG