Accessibility links

რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ძალოსნები ერთი წლით იქნენ დისკვალიფიცირებული


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ძალოსნობის ფედერაციათა წევრობის ერთი წლით შეჩერების შესახებ. შედეგად, ამ ქვეყნების წარმომადგენელი ძალოსნები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზობებში, რომლებიც საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა შაბათს ბუქარესტში ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით შეუჩერდეს წევრობა ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენელმა სამმა, ან მეტმა სპორტსმენმა დაარღვია დოპინგის საწინააღმდეგო წესები 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. ეს დარღვევები აღმოაჩინეს ათლეტებისათვის დოპინგზე შესამოწმებლად აღებული სინჯების განმეორებით შემოწმების შედეგად. დისკვალიფიკაცია ასევე ეხება ბელორუსიის, მოლდავეთის, ყაზახეთისა და ჩინეთის წარმომადგენელ ძალოსნებს. ისინი გამოტოვებენ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება აშშ-ში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG