Accessibility links

კატალონიაში პოლიციელები ცდილობენ, ხელი შეუშალონ რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველებს


2017 წლის 1 ოქტომბერი, კატალონია, სან-ჟულიან-დე-რამისი: შეხლა-შემოხლა საარჩევნო უბანზე მისულებსა და პოლიციელებს შორის

კატალონიაში მიმდინარეობს ადგილობრივი მთავრობის მიერ ორგანიზებული რეფრენდუმი ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის საკითხზე. ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა ეს კენჭისყრა და მიმართავს ზომებს მისთვის ხელის შესაშლელად. საარჩევნო უბნებზე პოლიციელები უპირისპირდებიან რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველებს. ისინი ბლოკავენ შენობებს, რომლებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული და ახდენენ საარჩევნო ურნების კონფისკაციას. პოლიციელებთან დაპირისპირებისას დაშავდნენ დემონსტრანტები, ბარსელონაში დაკავებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. კატალონიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კარლეს პუჩდემონმა, რომელიც დამოუკიდებლობას ემხრობა, მაინც შეძლო ხმის მიცემა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. კვირა დილას არ გაუღიათ ყველა უბანი, რომელიც რეფერენდუმისთვის მომზადდა. პოლიციამ მათი ნაწილის დაბლოკვა შეძლო. ღია უბნებთან გრძელი რიგები დგას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG