Accessibility links

აშშ მწვავედ აკრიტიკებს ირანსა და რუსეთს ადამიანების ტრეფიკინგის მიმართ უმოქმედობისათვის 


World -- Human trafficking - generic photo

აშშ-მა ირანიც დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც ბრალად სდებს უმოქმედობას ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლაში. რუსეთს, რომელიც უკვე იყო სიაში, დამატებითი სანქციები დაუწესდა. თეთრმა სახლმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ირანის გარდა სიას დაემატებიან ვენესუელა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, სამხრეთი სუდანი და სუდანი. ხოლო სიაში აქამდე უკვე შესული ქვეყნებიდან სანქციები გაუმკაცრდებათ, რუსეთის გარდა, ჩრდილოეთ კორეას, ერითრეას და სირიას. მათ შეეზღუდებათ აშშ-თან განათლებისა და კულტურის სფეროებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამას გარდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განვითარების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ბანკებში აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა, არ მიემხრონ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის კრედიტების, ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გახანგრძლივებას 2018 ფისკალურ წელს, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო. აშშ-ში 2000 წელს მიღებული კანონით, ვაშინგტონი არ აწვდის არაჰუმანიტარულ, ან ვაჭრობასთან კავშირის არმქონე დახმარებას ქვეყნებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს ტრაფიკინგისათვის ბოლოს მოსაღებად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG