Accessibility links

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: ირანი ავღანელ ბავშვებს უშვებს სირიაში საბრძოლველად


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, ირანი ამ ქვეყანაში მყოფ ავღანელ იმიგრანტ ბავშვებს შორისაც აგროვებს ხალხს სირიაში საბრძოლველად. „ჰიუმან რაითს უოჩი“ 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ავღანელი ბავშვები, მათ შორის 14 წლის ასაკისაც კი, იბრძვიან ფატემიუნის შენაერთში - ავღანელების სამხედრო რაზმში, რომელიც ირანის დაფინანსებით მოქმედებს. ირანი სირიის მმართველ რეჟიმს ეხმარება მეამბოხეებთან ბრძოლაში. „ჰიუმან რაითს უოჩის“ ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორი, სარა ლეა უიტსონი აცხადებს, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბავშვების ჯარისკაცებად აყვანა და უკან დააბრუნოს ავღანელი ბავშვები, რომლებიც სირიაში საბრძოლველად გააგზავნა. უფლებადამცველი ორგანიზაცია როგორც იუწყება, ირანის სასაფლაოებზე საფლავის ქვების ფოტოსურათების შემოწმებით იქნა დადგენილი, რომ რვა ავღანელი ბავშვია, სავარაუდოდ, სირიაში ბრძოლისას დაღუპულებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG