Accessibility links

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალებისათვის მზადების ბრალდებით დააკავეს ოპოზიციონერი დეპუტატი


ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დააკავა ოპოზიციონერი დეპუტატი, კანატბეკ ისაევი, რომელსაც ბრალად სდებენ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მასობრივი არეულობების მზადებას. უშიშროების სამსახურმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ისაევი დაპატიმრებულ იქნა კრიმინალურ დაჯგუფებებთან შეთქმულებისათვის იმ მიზნით, რომ მოეწყო მასობრივი არეულობები და „ხელთ ეგდო ძალაუფლება“ 15 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ასევე დაკავებულ იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების „გარკვეული წევრები“. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ისაევი აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ომურბეკ ბაბანოვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG