Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარსელში დანით შეიარაღებულმა პირმა მოკლა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი


საფრანგეთის ქალაქ მარსელში დანით შეიარაღებულმა პირმა მოკლა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკლეს. პროკურორის, ქსავიე ტარაბოს განცხადებით, თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს ჯარისკაცებმა, რომლებშიც რკინიგზის სადგურში პატრულირებდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარ კოლომბმა ტვიტერში დაწერა, რომ მარსელში ჩავა თავდასხმასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG