Accessibility links

ავსტრიაში ძალაში შევიდა სახის დაფარვის აკრძალვა


ავსტრიაში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც იკრძალება საჯარო სივრცეში სახის დამფარავი თავსაფრების, აგრეთვე ნიღბების ტარება. კანონის ინიციატორები არიან ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია და ავსტრიის სახალხო პარტია. მიზნად სახელდება ავსტრიის ღირებულებების დაცვა და უცხოელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა. კანონის დამრღვევი 150 ევროთი ჯარიმდება. მუსლიმთა ორგანიზაციები აკრიტიკებენ აკრძალვას და აღნიშნავენ, რომ ავსტრიაში მუსმლიმების მხოლოდ უმცირესობა დადის ჩადრით. საფრანგეთმა და ბელგიამ 2011 წელს შემოიღეს საჯარო სივრცეში სახის დაფარვის აკრძალვა. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ წელს ივლისში დაადასტურა, რომ ასეთი აკრძალვები კანონიერია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG