Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარსელში ორი ქალი დაიღუპა დანით შეიარაღებული პირის თავდასხმისას


2017 წლის 1 ოქტომბერი: პოლიციელები მასრელში, სან-შარლის რკინიგზის სადგურთან
2017 წლის 1 ოქტომბერი: პოლიციელები მასრელში, სან-შარლის რკინიგზის სადგურთან

საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი ქალი დაიღუპა დანით შეიარაღებული პირის თავდასხმისას. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია ანტიტერორისტული გამოძიება. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ჯარისკაცებმა, რომლებიც რკინიგზის სადგურზე პატრულირებდნენ. პოლიციელებისა და თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ღმერთის სადიდებელ არაბულ ფრაზას იძახდა. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მას შემდეგ, რაც პარიზში 130 ადამიანი დაიღუპა 2015 წლის ნოემბერში მოწყობილი თავდასხმების შედეგად.

XS
SM
MD
LG