Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ლას ვეგასში ატეხილი სროლის შედეგად


სოციალური მედიის თანახმად, შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა ლას ვეგასის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში
სოციალური მედიის თანახმად, შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა ლას ვეგასის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 24 საავადმყოფოებშია გადაყვანილი ლას ვეგასში, ორი ოქტომბრის გამთენიისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სასტუმროს კაზინოში ატეხილი სროლის შედეგად. ინციდენტის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უცნობია. თუმცა სოციალური მედიის თანახმად, სულ მცირე ერთმა შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა ლას ვეგასის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში. ტვიტერის კიდევ ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, კი სროლა ატეხა ორმა შეიარაღებულმა პირმა სასტუმრო „მანდალეი ბეი ჰოტელის“ 32-ე სართულიდან. „სი-ენ-ენისა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, თვითმხილველებმა გაიგეს ინტენსიური სროლის შესახებ კაზინოსა და სასტუმროში, რომლებიც ალყაშემორტყმულია პოლიციის მიერ.

XS
SM
MD
LG