Accessibility links

ლას-ვეგასში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლის შედეგად


აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლის შედეგად. მთავარმა ეჭვმიტანილმა ავტომატური შაშხანა გამოიყენა სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან სროლისას, რის შემდეგაც ის პოლიციელებმა მოკლეს. ამის შესახებ 2 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ჯო ლომბარდომ. მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილობრივი მოსახლე იყო. მართალია, ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მაგრამ პოლიციელები ასევე ეძებენ აზიელ ქალს, მარი ლუ დენლის, რომელიც თავდასხმის დროს ეჭვმიტანილთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმა მოხდა კონცერტის დროს. თვითმხილველების ცნობით, კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა ქანთრის მომღერლის ჯეისონ ალდინის გამოსვლით, როცა სროლა დაიწყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG