Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი, ჯონ ჰანტსმენი მოსკოვში ჩავიდა


რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი, ჯონ ჰანტსმენი მოსკოვში ჩავიდა და, კრემლის განცხადებით, 3 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. 57 წლის ჰანტსმენი იყო ჩინეთში აშშ-ის ელჩი 2009-2011 წლებში და სინგაპურში ელჩი 1992-1993 წლებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთში ელჩად ჰანტსმენის წარდგენის შესახებ 28 სექტემბერს ერთხმად მიემხრო შეერთებული შტატების სენატი. ახალი ელჩი მუშაობას იწყებს რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე. უთანხმოების გამომწვევ საკითხებს შორის არის რუსეთის აგრესია უკრაინაში, მისი მოქმედება სირიაში და, აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ცნობით, მოსკოვის ძალისხმევა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოსახდენად. როგორც ჰანტსმენმა 19 სექტემბერს სენატორების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, „ეჭვი არ არის“, რომ რუსეთის მთავრობა ჩაერია აშშ-ის არჩევნებში და რომ „მოსკოვი განაგრძობს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას“.

XS
SM
MD
LG