Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლოში გაიმართება მოსმენა ალექსეი ნავალნის საქმეზე


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2 ოქტომბერს დაბარებულია მოსკოვის სასამართლოში, უკანონო მიტინგების ორგანიზების ბრალდებასთან დაკავშირებით. ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას განცხადებით, მოსმენა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (საქართველოში 16:00 საათზე) დაიწყება მოსკოვის სიმონოვსკის საოლქო სასამართლოში. 29 სექტემბერს ნავალნი მოსკოვში დააკავეს, როცა აპირებდა მატარებლით წასვლას ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. ის 10 საათი ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და 2 ოქტომბერს სასამართლოში დაიბარეს. ხოლო ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს მისი საარჩევნო კამპანიის კოორდინატორი ლეონიდ ვოლკოვი და ათამდე აქტივისტი. სიმონოვსკის საოლქო სასამართლოში გაიმართება მოსმენა ლეონიდ ვოლკოვის საქმეზეც.

XS
SM
MD
LG