Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ ამერიკელ მკვლევარს


მედიცინის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა სამ ამერიკელ მკვლევარს, ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იანგს. როგორც იუწყებიან, ნობელის პრემიით აღინიშნა ცირკადული რიტმის მაკონტროლებელი მოლეკულური მექანიზმების აღმოჩენა ამ მეცნიერთა მიერ. მედიცინა არის პირველი დარგი, რომლითაც ნობელის კომიტეტი იწყებს ხოლმე ყოველწლიური პრემიების მფლობელთა გამოცხადებას. მომდევნო დღეებში ცნობილი გახდება დანარჩენ დარგებში პრემიების ლაურეატთა ვინაობაც.

XS
SM
MD
LG