Accessibility links

ერაყელი ქურთების ლიდერებმა შექმნეს საბჭო რეფერენდუმის საკითხებზე სამუშაოდ


ქალაქი ქირქუქი 2017 წლის 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის დროს

ერაყელი ქურთების ლიდერებმა შექმნეს პოლიტიკური საბჭო დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაოდ. რეფერენდუმზე, რომელიც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად ჩატარდა, ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა, 95% მიემხრო დამოუკიდებლობას. ქურთების საინფორმაციო გამოცემა „რადოუს“ ცნობით, პოლიტიკური საბჭოს შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღეს ირბილში გამართულ სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი. საბჭოს ამოცანად სახელდება დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შემდეგ დიალოგის დაწყება ბაღდადთან და უცხეთის ქვეყნებთან. რეფერნდუმის მოწინააღმდეგეებს შორის, ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მეზობელ ქვეყნებთან ერთად, არიან შეერთებული შტატები, დასავლეთის სხვა სახელმწიფოები და გაეროც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG