Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლას-ვეგასში 50-მდე გაიზარდა სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში, სულ ცოტა, 50 მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ერთ-ერთ სასტუმროსთან სროლის შედეგად. პოლიციამ დაასახელა ეჭვმიტანილის ვინაობა: სტივენ პედოკი, 64 წლის თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც ლას-ვეგასში ცხოვრობდა. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ავტომატური შაშხანა გამოიყენა სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან სროლისას, რის შემდეგაც ის პოლიციელებმა მოკლეს. ამის შესახებ 2 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ჯო ლომბარდომ. თავდასხმა მოხდა მუსიკალური ფესტივალის დროს. თვითმხილველების ცნობით, კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა ქანთრის მომღერლის ჯეისონ ალდინის გამოსვლით, როცა სროლა დაიწყო.

XS
SM
MD
LG